ბრიუსელში იმყოფებიან რუსული კანონის წინააღმდეგ მარტის აქციების მონაწილე სტუდენტები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებს შეხვდებიან.
იგეგმება შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, ასევე, დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის დირექტორთან, საგარეო მოქმედებების სამსახურის ოფისთან, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტის პოლიტიკის საზოგადოებასთან და ევროკავშირის ახალგაზრდულ ორგანიზაციებსთან.
სტუდენტები ისაუბრებენ თუ როგორ შედგა 7-9 მარტი, რა ზეწოლას განიცდიან სტუდენტები ხელისუფლებისგან და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ევროინტეგრაციის პროცესი. საუბარი იქნება ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობასა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტზეც.
"დაახლოებით 8 ევროპარლამენტართან გვაქვს შეხვედრა, ძირითადი თემები რაც არის ახლა, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის, მიმდინარე მოვლენები, ევროინტეგრაციის საკითხი, კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკურ ზეწოლაზეც იყო საუბარი სტუდენტების მიმართ, რისი მაგალითიც არის ლაზარე, ქალთა თემაზე, აქონდროპლაზიის წამალზე, რასაც აპროტესტებენ", - თქვა ლაშა ქვლივიძემ.