გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა პრორუსულია - IRI

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა პრორუსულია. 

იგივე კითხვაზე გამოკითხულთა 17% ამბობს, რომ მთავრობის პოლიტიკა პროდასავლურია, 20% ამბობს, რომ უფრო პრორუსული, ვიდრე პროდასავლური, 21% კი ამბობს, რომ უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული.  17% უარს ამბობს პასუხზე.

კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი