
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 25 აპრილს მოლდოვის ელჩი მოსკოვში უწყებაში დაიბარეს გასულ კვირას, კიშინიოვის გადაწყვეტილების საპასუხოდ და აცნობეს, რომ საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
"გარდა ამისა, მოლდოვის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს ეცნობა მოლდოვის რესპუბლიკის რიგი ოფიციალური პირებისთვის რუსეთის ფედერაციაში შესვლის დახურვის შესახებ მათი რეგულარული ანტირუსული განცხადებების საპასუხოდ, ასევე კიშინიოვის ევროკავშირის სანქციებისთვის შეერთებასთან დაკავშირებით, რომლის სუბიექტები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები", - წერია უწყების განცხადებაში.
რუსული "კომერსანტი" წერს, რომ მოსკოვმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, ასევემ მმართველი პარტიის 3 დეპუტატს.
19 აპრილს მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომლი გააძევა.