ბრიუსელი, სტრასბურგი, პრაღა - სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმების დაუსრულებელი სერიის შემდეგ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ელიტა საგანგებო მისიით დასავლელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებლად გაემგზავრა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრემიერმინისტრმა NATO-ს გენერალურ მდივანთან უკვე გამართა. გზავნილი, რითიც ღარიბაშვილმა სტოლტენბერგტან აუდიენცია დაასრულა, უცვლელია, მოკავშირეები საქართველოს ხელისუფლებისგან დემოკრატიული რეფორმების გატარებას და რეკომენდაციების შესრულებას ელოდებიან.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტსაც არწმუნებდა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს, რადგან ქვეყანას რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული აქვს.