The Korea Times: სვანეთში, მდინარე ნენსკრას ხეობაში მდებარე "ნენსკრა ჰიდროს" თანამშრომელმა კომპანიისგან 1 მლნ ლარზე მეტი მიითვისა

გამოქვეყნდა:

კორეის სახელმწიფო წყლის კომპანია K-water-ის თანამშრომელმა "ნენსკრა ჰიდროსგან" 637 ათასი დოლარი 
მიითვისა, ინფორმაციას bm.ge კორეულ გამოცემა The Korea Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ თანხა 9-16 იანვრის პერიოდში მიითვისეს. ბრალდებული კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

კაცი თანხას ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარ საბანკო ანგარიშზე მრავალი ტრანზაქციით, მცირე ოდენობებით რიცხავდა, თითოეული ტრანზაქციის მოცულობა 1,500 დოლარზე ნაკლები იყო, რადგან იცოდა, რომ ამ დროს ბანკი K-water-ს შეტყობინებას არ გაუგზავნიდა.

გამოცემის ცნობით, მომხდარი მას შემდეგ გაირკვა, რაც თანამშრომელი წინასწარი გართხილების გარეშე სამსახურში არ გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა დაიწყო. "ნენსკრა ჰიდრომ" კორეაში მისი ქონების დასაყადაღებლად ზომები მიიღო.

კომპანია K-water-ი სვანეთში, მდინარე ნენსკრას ხეობაში 280-მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარებას 2015 წლიდან ცდილობს. თუმცა, სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, ინვესტორს პროექტზე ხელშესახები პროგრესი არ აქვს.

ჰესის პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელია კომპანია "ნენსკრა ჰიდრო", სადაც 90%-იან წილი კორეული "K-water-ის" საკუთრებაშია, ხოლო 10%-იანი წილი საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ "საპარტნიორო ფონდს" ეკუთვნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი