შეტევა კრემლის მეთოდით | ქართველი ტროლ-ბოტები ვიოლა ფონ კრამონის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

ფაშისტი წინაპრები და ალკოჰოლზე დამოკიდებულება - ორი ტყუილი, რომლის მიწერაც ვიოლა ფონ კრამონისთვის სცადეს. ქართველი ტროლ-ბოტების ფეიკ-კამპანია თავად ევროპარლამენტარმა გამოააშკარავა და თავდასხმის ავტორებს ვიდეო გზავნილით მიმართა. გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, ქართველ ტროლებს თვის საუკეთესო ტროლებს უწოდებს, რომლებმაც კრემლის დაქვემდებარებაში მყოფ ვირტუალურ არმიასაც კი აჯობეს. 

ფეიკი, კი რომელიც საქართველოში გავრცელდა, სრულიად არაეთიკური და თანაც უნიჭო იყო. სოციალურ ქსელში ტროლები ამტკიცებდნენ, რომ ფონ კრამონი ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი ლიდერის შთამომავალი იყო, და თანაც ალკოჰოლ-დამოკიდებული. მტკიცებულებად კი საღდებოდა გაურკვეველი მთვრალი ქალის ფოტო და კრამონის ქალიშვილობის გვარის არასწორი ინტერპრეტაცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი