"ნიკა გვარამიას დაპატიმრება იყო კონტრპროდუქტიული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან" | ლეო დოქერტი

გამოქვეყნდა:

ლორდთა პალატაში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრმა ლეო დოქერტიმ განაცხადა, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან.

მისივე თქმით, ისინი თვალს ადევნებენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ამ მიმართულებით მონიტორინგს განაგრძნობდნენ.

"რუსული კანონის [პირველი მოსმენით] მიღება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, რამაც გამოიწვია საქართველოს საზოგადოების მყისიერი პროტესტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა, რომ საქართველოს მთავრობამ უკან გაიწვია ეს კანონი. ასევე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება იყო კონტრპროდუქტიული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან, ასევე, ჩვენ თვალს ვადევნებთ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობას და განვაგრძობთ ამ მიმართულებით მონიტორინგს", - თქვა ლეო დოქერტიმ [ ფორმულა]

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი პარლამენტში, საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი