საქართველო დასავლეთის ყურადღების ქვეშ | დებატები ლორდთა პალატაში და პოლონეთის საგარეო მინისტრის ვიზიტი თბილისში

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის ლორდთა პალატის ყურადღება საქართველოზეა ფოკუსირებული. გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ზედა პალატა დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, ქვეყნის ხელისუფლებაზე, არაფორმალურ მმართველსა და პოლიტპატიმრებზე მსჯელობდა. ვესტმინსტერის სასახლეში ბრიტანეთის საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები მიხეილ სააკაშვილზე, ნიკა გვარამიასა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობდნენ. 

სწორედ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირეს ლორდთა პალატაში საქართველოს ყველა პოლიტიკური პრობლემა ბოლო ათწლეულში. ევროპარლამენტის შემდეგ ახლა უკვე ბრიტანელი პოლიტიკოსები უმაღლესი ტრიბუნიდან ღიად უწოდებდნენ ივანიშვილს ოლიგარქს, სააკაშვილს და გვარამიას კი პუტინის ტყვე პოლიტპატიმრებს. ლონდონში, ისევე როგორც ბრიუსელში ადასტურებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი სწორედ რეჟიმის დასრულებასა და პატიმრების გათვისუფლებაზეა დამოკიდებული. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი