დღეს, გადაცემაში "მთავარი შაბათს" შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები გახმაურდება

გამოქვეყნდა:

ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში - დღეს, 21:00 საათზე, მიშა სესიაშვილის გადაცემაში "მთავარი შაბათს", გაიგებთ იმ სატელეფონო ნომრის შესახებ, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ყველაზე მეტჯერ ჩნდება და რომელიც ტრაგედიის ღამით, ორივე დაპირისპირებულ მხარეს უკავშირდება. 

როგორც "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი, ჟურნალისტ-გამომძიებელი ელისო კილაძე ამბობს, ეს: "პირდაპირ არის მიბმული სპეცსამსახურთან". 

ნომერი, რომლის პატრონსაც მთელი ქვეყანა ეძებდა, "მთავარმა არხმა" გაშიფრა. რა მიზნით გამოიყენეს ის საბედისწერო ღამით და ვის ეკუთვნოდა ტელეფონის ნომერი - ამას მიშა სესიაშვილის გადაცემიდან შეიტყობთ. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ. 

27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 31 ივლისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში დარჩა ექვსი არასწრულწლოვანიც, რომელთა საქმეებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, საქმეში ცალკე წარმოებად გამოიყო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი