CPAC-ზე გამოსვლით ღარიბაშვილი ფაშისტებს, ფანატიკოსებს, პუტინის აპოლოგეტებს უერთდება - მიტჩელი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი ანალიტიკოსი, "ქართული ოცნების" ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას ეხმაურება. ის ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ღარიბაშვილი ფაშისტებს, ფანატიკოსებს, არჩევნების უარმყოფლებს, დიდწილად პუტინის აპოლოგეტებს უერთდება.

"თუ Twitter-ზე შეგხვდებოდათ მიმი „მითხარი, რომ ხარ ფაშისტი ისე, რომ არ მითხრა, რომ ფაშისტი ხარ“, შეგიძლია თქვა: „მე გამოვდივარ CPAC-ზე უნგრეთში“. ამას მივყავართ საქართველოს პრემიერმინისტრამდე. ან პრემიერ-მინისტრის უახლოეს გარემოცვაში რომ იყო და ფიქრობდე - როგორ გავუგზავნოთ ბაიდენის ადმინისტრაციას, დემოკრატებს დასავლეთში გზავნილი, რომ ჩვენ მართლა ისეთი ცუდები ვართ, როგორსაც მათ ეუბნებიან, რომ ვართ… არჩევანი შეიძლება იყოს ზუსტად ეს - CPAC-ზე სიტყვით გამოსვლა, ჩვენს ბედს დავუკავშირებთ ყველაზე მახინჯ, ყველაზე ავტორიტარულ, ყველაზე ფაშისტურ, ყველაზე პრორუსულ მოძრაობებს დასავლეთში. CPAC-ზე გამოსვლა იქნებოდა ასეთი გზავნილი. ზუსტად ამას აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი", - ამბობს მიტჩელი "ნეტგაზეთის" თარგმანის მიხედვით.

მიტჩელის თქმით, სანამ "ქართული ოცნება" ამ ხელმძღვანელობით არის ხელისუფლებაში, ის არ ივლის დემოკრატიისკენ და უკიდურესად გართულდება დასავლეთთან კავშირების გამყარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი