პოლონელი მსახიობის, მარჩინ ბოსაკის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა პარასკევს მოხდა, თავდასხმის შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში თავად მსახიობმა გამოაქვეყნა. მას სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელიც მისი თქმით, რამდენიმე ადამიანის მიერ ცემის შედეგად მიიღო.
მსახიობი ამბობს, რომ აგრესიის მიზეზი გახდა მისი რეაქცია მძღოლის საქციელზე, რომელმაც მის შვილს "კინაღამ გადაუარა".
"როდესაც მე გავაპროტესტე ეს საქციელი, დაიწყო ჩხუბი, არ არის ცნობილი, საიდან მოვიდა მისი ოთხი-ხუთი მეგობარი", - ამბობს მსახიობი.
მედიის ცნობით, ორშაბათს მომხდართან დაკავშირებით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის რუსლან გ.-ს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წალმდე პატიმრობა ემუქრება.