პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუ დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. გუშინ ის უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას, ასევე პრეზიდენტსა და პრემიერს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მინისტრს მიაწოდებენ ინფორმაციას ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ ასრულებს 12 რეკომენდაციას, საუბარი შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიას, მათ შორის მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასაც.
პოლიტიკოსები ისაუბრებენ მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილ პრობლემებსა და მედია გარემოზე.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ უახლოეს თვეებში ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.