კატრინ კოლონა საქართველოშია - მინისტრი ვიზიტს NGO-ების წარმომადგენლებთან შეხვედრით იწყებს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა საქართველოშია. ის ვიზიტს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით იწყებს.

ცნობილია, რომ კატრინ კოლონა შეხვდება ქართველ კოლეგას, პრეზიდენტსა და პრემიერს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსის მიღებას წლის ბოლოსთვის და მანამდე შესასრულებელი გვაქვს ის ვალდებულებები, რომლებიც განგვესაზღვრა. ამ შეხვედრის მნიშვნელობა ჩვენთვის ძალიან მაღალია და განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ეს ვიზიტიც არასამთავრობოებთან შეხვედრით იწყება, ეს არის ერთი მხრივ მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ასევე, ზოგადად ქვეყნის მიმართ", - თქვა საიას ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ. 

ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ თქვა, რომ რუსული კანონის შემდეგ მსგავსი ტიპის მხარდაჭერა საფრანგეთის მხრიდან, მნიშვნელოვანი მესიჯია.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი