
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ულოცავს იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც შედეგის მისაღწევად მუშაობდა ნებისმიერი ხელისუფლების დროს.
გარდა ამისა, ნიკა გვარამია სამარცხვინოს და ტრაგიკულს უწოდებს ფაქტს, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა უკრაინელი ბავშვების გენოციდის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას:
"ომი საქართველოს არ დაუწყია! ეპიზოდი მესამე.
ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! განსაკუთრებით, იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, ვინც დღეებს და ღამეებს ასწორებდა ამ შედეგის მისაღწევად, რომელი ხელისუფლების დროსაც არ უნდა ყოფილიყო ეს!P.S სამარცხვინო და ტრაგიკულია, რომ საქართველოს მხარდაჭერა არ მიუღია უკრაინელი ბავშვების გენოციდის შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციას! ჩვენი ხელისუფლება არა მარტო ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, არამედ საკაცობრიო იდეალებსაც! ჩვენი ქვეყანა არაა სიკეთის მხარეს, ის ბოროტების ნაწილად აქციეს. მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენ ამას ვეგუებით ან ამ რეალობას ვერ ვცვლით, არანაირ სტატუსს არ ვიმსახურებთ. ნურც თავს მოვიტყუებთ და ნურც ერთმანეთს მოვატყუებთ." ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში.
იხილეთ: