"ღვთის სასჯელი უმანისთვის... სასჯელი გრძელვადიანი იქნება" - უკრაინის დაზვერვა სევასტოპოლზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპირებულ სევასტოპოლში, მასშტაბური აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი ნავთობის ავზი განადგურდა, რომელთა საერთო სიმძლავრე 40 000 ტონამდეა 

სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, აღნიშნული ნავთობპროდუქტები განკუთვნილია რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის საჭიროებისთვის. მან ოკუპირებულ ყირიმში დღეს მომხდარ შემთხვევას რუსეთის მიერ უმანში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, "ღვთის სასჯელი" უწოდა.

"ღვთის სასჯელია, მათ შორის უმანში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, მათ შორის ხუთი ბავშვისთვის. ეს სასჯელი გრძელვადიანი იქნება" ამბობს იუსოვი.

გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, რომ ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, აღნიშნული საცავიდან ნავთობპროდუქტებს იპარავენ - "ეს, რა თქმა უნდა, აფართოებს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს. “- აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ოკუპირებულ სევასტოპოლში, ნავთობსაცავში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, სარდაფს ორი დრონი დაეჯახა. რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

უმანში, რუსულ სარაკეტო თავდასხმას კი ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 5 ბავშვი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი