"ღონისძიება არავითარ ანტიდასავლურ შინაარსს არ შეიცავს" - კობახიძე ღარიბაშვილის კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე უნგრეთში და CPAC-ში(კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია) მონაწილეობაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა და თქვა, რომ ღონისძიება არავითარ ანტიდასავლური შინაარსს არ შეიცავს. 

„ღონისძიება, რომელიც უნგრეთში იმართება არავითარ ანტიდასავლურ შინაარსს არ შეიცავს. აქედან გამომდინარე მხოლოდ სპეკულაციები შეიძლება, მოვისმინოთ ამ თემასთან დაკავშირებით სინამდვილეში. არავითარი საფუძველი იმისა, რომ, ვინმემ იმსჯელოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკაზე, არ არსებობს“, - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, ბუდაპეშტში 4-5 მაისს  კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, როგორც ცნობილია, სპიკერებს შორის ირაკლი ღარიბაშვილიცაა. ევროპაში CPAC უკვე მეორე წელია უნგრეთში ტარდება. CPAC-უნგრეთის ვებ-გვერდის თანახმად, წლევანდელი კონფერენციის დევიზია: "ერთად ჩვენ ძლიერები ვართ". მათი ცნობითვე, კონფერენციაზე მიწვეულია უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანიც.

ღონისძიებაში ღარიბაშვილის მონაწილეობაზე ბუდაპეშტში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ დაწერა,  რომელიც კონსერვატიული უნგრული კვლევითი ინსტიტუტია და ამ კონფერენციის მასპინძელია. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგენაშია ნათქვამი, ღარიბაშვილს სჯერა, რომ საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებებით. "ასოშიეტიდ პრესის" თანახმად, შარშანდელი  კონფერენცია ორიენტირებული იყო „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე. 

აღსანიშნავია, ევროპაში "ქართული ოცნების" პარტნიორი, "ევროპელი სოციალისტების პარტიის" (PES) ლიდერებს შორის, გუშინ 28 აპრილს ვიდეოკონფერენცია გაიმართა, ისაუბრეს უნგრეთში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილ ვიზიტზე. PES-ის განცხადებით, პარტია ღრმად შეშფოთებულია, რომ მომავალ კვირას ღარიბაშვილი ბუდაპეშტში კონსერვატიულ ფორუმზე დასწრებას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი