"საქართველოში განსხვავებულობა ნიშნავს, რომ ხარ არასწორი... ხვალ, პროცესზე დავაანონსეთ შეკრება" | ლაზარე გრიგორიადისის მამა

გამოქვეყნდა:

"საქართველოში განსხვავებულობა ნიშნავს, რომ ხარ არასწორი...ხვალ, პროცესზე დავაანონსეთ შეკრება" - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი შვილის პროცესამდე 1 დღით ადრე საუბრობს. 

"ქართული ოცნება" ასამართლებს ორ ახალგაზრდას, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი სურვილი, არ ყოფილიყვნენ რუსეთში და ყოფილიყვნენ ევროპაში. ლაზარე, როგორც ვიცით, თავისი ორიგინალურობის გამო დააკავეს. სატანისტი უწოდა ბატონმა პრემიერმა... 

დღესდღეობით საქართველოში განსხვავებულობა ნიშნავს, რომ ხარ არასწორი. ამიტომ ხვალ პროცესზე დავაანონსეთ შეკრება ყველამ..." - ამბობს ის. 

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი