"თუ ვინმემ დაარღვია კანონი და კონსტიტუცია, ეს არის რუსული ოცნება... მნიშვნელოვანია, ლაზარეს სასამართლოზე თითოეული მოქალაქის ყოფნა" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს:
თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, ვიყოთ და დავიცვათ ლაზარეს უფლებები იმიტომ რომ, ის, ფაქტობრივად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე წინასწარ პატიმრობაში ჰყავთ მძევლად აყვანილი და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, თუ ვინმემ დაარღვია კანონი, თუ ვინმემ დაარღვია კონსტიტუცია, ეს არის რუსული ოცნება, რომელმაც კონსტიტუციის ფეხებზე დაკიდებით შემოიტანა საქართველოს პარლამენტში რუსული კანონი, რაც ქართველი ხალხის ნებით, ბრძოლით, ახალგაზრდების შემართებით და მათი გამარჯვებით დასრულდა, ყველამ კარგად ნახა. ამიტომ ხვალ მნიშვნელოვანია, ლაზარეს სასამართლოზე თითოეული მოქალაქის ყოფნა, - ამბობს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ ასევე: