საქართველო NATO-ს სწავლების "დეფენდერი 2023" მიღმა | ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ში აშშ-ის ელჩთან

გამოქვეყნდა:

NATO-ს სწავლებაში "დეფენდერი 2023" საქართველო თავდაპირველად მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი მონაწილე. თუმცა პენტაგონმა დოკუმენტი ჩაასწორა და იქ საქართველო საბოლოოდ აღარ აღმოჩნდა. ამან გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, რა მოხდა. თავდაცვის სამინისტროს პასუხები საკმაოდ არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

თუმცა თავისთავად კითხვა ნამდვილად აქტუალურია - როგორ ხედავენ ბრიუსელში საქართველო-NATO-ს სამომავლო თანამშრომლობას და როგორ უყურებენ იმას, რომ მოქმედი ხელისუფლება დასავლეთთან დაკავშირებით სულ უფრო ხშირად იმეორებს კრემლის რიტორიკას - ჩვენ ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკის ელჩთან ჩავწერეთ NATO-ში.

ეს ინტრევიუ ჯულიენ სმიტთან მანამდეა მომზადებული, ვიდრე "დეფენდერიდან" საქართველოს ამოვარდნის საკითხის შესახებ გახდებოდა ცნობილი. მაგრამ დიპლომატიური ეტიკეტის მიღმა ნამდვილად იკითხება კონკრეტული ქვეტექსტები.

ჯულიენ სმიტი ხაზგასმით საუბრობს ქართველ ხალხთან NATO-ს დაახლოებაზე და ცალსახად ამბობს, რომ რიტორიკა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისა და საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ, არის ყალბი და პროპაგანდა, ვისგანაც არ უნდა ისმოდეს ის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი