ერდოღანის თქმით, სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი მოკლეს

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ძალების მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, აბუ ჰუსეინ ალ-ყურაში.

"ჩვენი ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია დიდი ხანია თვალყურს ადევნებს "ისლამური სახელმწიფოს" ეგრეთ წოდებულ ლიდერს, აბუ ჰუსეინ ალ-ყურაშს. ეს პირი გუშინ განეიტრალდა ჩვენი ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის ბრძოლა ტერორიზმთან ხელს უწყობს ევროპის უსაფრთხოებას და რომ ევროპამ "არ იცის ამის შესახებ ან არ სურს იცოდეს".

ალ-ყურაში დასახელდა "ისლამური სახელმწიფოდ" ლიდერად მისი წინამორბედის სიკვდილის შემდეგ, რომელიც გასულ ოქტომბერს მოკლეს სირიაში, "სირიის თავისუფალმა არმიამ". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი