"ჯარების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, პუტინის რეჟიმის ლიკვიდაცია" - რუსმა ოპოზიციონერებმა დეკლარაცია გააფორმეს

გამოქვეყნდა:

პუტინის რეჟიმის ოპონენტებმა ბერლინში "რუსეთის დემოკრატიული ძალების დეკლარაციას" მოაწერეს ხელი, რომელშიც სტრატეგიულ მიზნად "უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტა და თავისუფალი, სამართლებრივი, ფედერაციული რუსეთის შექმნაა" დასახელებული. ოპოზიციონერების შეკრება 30 აპრილს გაიმართა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს რუსეთის ჯარის გაყვანა ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, "პუტინის რეჟიმის" ლიკვიდაცია, რომელიც ტექსტში მოხსენიებულია, როგორ არალეგიტიმური, იმპერიული პოლიტიკის უარყოფა, პოლიტპატიმრებისა და სამხედრო ტყვეების გათავისუფლება.

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რუსებს, რომლებსაც, მიუხედავად ამაზრზენი რეპრესიებისა, აქვთ გამბედაობა, გამოთქვან ანტიპუტინის და ომის საწინააღმდეგო პოზიციებიდან", - ნათქვამია დოკუმენტში.

დეკლარაციაზე ხელმომწერთა სია მაშინვე არ გამოქვეყნებულა. გამოცემა "ეხო მოსკოვის" ინფორმაციით, მას ხელს აწერენ იხაილ ხოდორკოვსკი, დიმიტრი გუდკოვი, ევგენია ჩირიკოვა, ევგენი ჩიჩვარკინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი