საქმე უნდა შეწყდეს, მუხლი რასაც ედავებიან, არ შეესაბამება მასალებს - დღეს თორნიკე აკოფაშვილის პროცესიც გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მარტის აქციების ბრალდებულის, თორნიკე აკოფაშვლის საქმეს განიხილავს. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს გადავა თუ არა აკოფაშვილის საქმე არსებითი განხილვის პროცესში. 

როგორც აკოფაშვილის ადვოკატი ამბობს, აღნიშნული საქმე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან მუხლი რომელსაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, არ შეესაბამება საქმის მასალებს. 

მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

"სასამართლო პროცესზე ყველა მტკიცებულებას გავხდით სადავოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს აღნიშნული პროცესი რამდენად გადავა არსებით სხდომაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ, დაცვის მხარე დავაყენებთ, რომ უნდა შეწყდეს აუცილებლად აღნიშნული საქმე, რადგან აღნიშნული მუხლი რასაც თორნიკეს ედავებიან, არ შეესაბამება საქმის მასალებს. ეს საქმე არის პოლიტიკური საქმე, აქედან გამომდინარე ჩვენ არ ველოდებით რომ სასამართლო ან შეწყვიტავს საქმეს, ან მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას," - ამბობს აკოფაშვილის ადვოკატი. 

ცნობისთვის, აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი