სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. 

დაცვის მხარე გრიგორიადისის 20,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. 

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სხდომა 8 მაისს გაიმართება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი