შეუსრულებელი რეკომენდაციები, დისტანცირება და თავდასხმა სტრატეგიულ მოკავშირეებზე და ახალი მუქარა დასავლეთის მისამართით. "ქართული ოცნება" პარტნიორების მოწოდებებსა და გაფრთხილებებს ისევ შეტევით პასუხობს. მწვავე კრიტიკის მიუხედავად, პრემიერ ღარიბაშვილის დაანონსებული ვიზიტი უნგრეთში კვლავ ძლაში რჩება.
მთავრობის მეთაური იმ კონფერენციას დაესწრება, რომელშიც რადიკალი ულტრა-მემარჯვენე ნაციონალისტები მონაწილეობენ. ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდოდ უნგრეთის პრორუს პრემიერ ორბანსაც შეხვდება.
პრემიერ მინისტრის უნგრული ვოიაჟს ევროპაში "ოცნების" ერთადერთი მოკავშირე სოციალისტური პარტია გამოეხმაურა და საქართველოს სახელისუფლებო პარტიას ჯგუფიდან გარიცხვით დაემუქრა.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი