პატიმრობა რუსული კანონის გაპროტესტებისთვის | როგორ მიმდინარეობდა ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის სხდომები

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა 20 ათს ლარიანი გირაოს შესახებ და ლაზარეს გათვისუფლება სარისკოდ მიიჩნია.

ლაზარეს სამართალდამცველები პოლიციელების ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ადანაშულებენ.

ლაზარე გრიგორიადისის სხდომის პარალელურად, სასამართლოში კიდევ ერთი პირის პროცესი მიმდინარეობდა. თორნიკე აკოფაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. საქალაქო სასამართლოს ეზოში კი სასამართლო სხდომების დამთავრებამდე ლაზარესა და თორნიკეს მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი