
გასცა თუ არა გრიგოლ ლილუაშვილმა ქოლცენტრების ევაკუაციის ბრძნება? ოპოზიციის ლიდერები და კონფიდენციალური წყაროები ამტკიცებენ, რომ სუსის უფროსმა თაღლითური ბიზნესის სქემის შეცვლა გადაწყვიტა.
ლაპარაკია ქოლცენტრების ნაწილის ლიკვიდაციაზე, ნაწილის შენარჩუნებასა და რამდენიმე მფლობელის საჩვენებელ დასჯაზე. მიზეზი, რის გამოც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მარტივია - თაღლითური ბიზნესის დამალვა ვეღარ ხერხდება, თუმცა მმართველ კლანს შავი ფული მაინც სჭირდება და ყველაფერზე უარს ვერ ამბობს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის დაბლოკვაც სწორედ ამ გეგმის ნაწილია.