დარია დუგინას მკვლელობის საქმეზე, ორ ბრალდებულს 3.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

რუსი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით  ორ ბრალდებულს 3.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ტულას პროლეტარსკის რაიონულმა სასამართლომ ალექსანდრე სუჩკოვი და ანდრეი კუზნეცოვი დამნაშავედ ცნო.

გამომძიებლების თქმით, მათ გააყალბეს იმ მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელსაც საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი ნატალია ვოვკი იყენებდა.

შეგახსენებთ, რომ კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი 2022 წლის 21 აგვისტოს მანქანაში ააფეთქეს. მოგვიანებით რუსულმა ФСБ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარია დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა. ბრალდება უკრაინულმა მხარემ უარყო, უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, დარია, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს და ამასთან უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი