
"ეს ქვეყანა და ყველა ჩვენ ერთად ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. ეს დადასტურდა კრიტერიუმებით, რომლებიც თავად ევროკავშირმა გამოაქვეყნა და დღევანდელი მოცემულობით, საქართველო სხვაზე მეტადაც კი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ყველა მტკიცებულებით დადასტურებული, ამას ვერავინ ვერ წაუვა, როგორც არ უნდა დაატრიალონ. ქართველი ხალხია, საქართველოა და ამ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას დღეს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ამის გამიჯვნა რუსული მეთოდებით არის ძალიან დამაზიანებელი, მათ შორის ქალბატონი ვიოლასთვის და მისი პარტნიორებისთვის საქართველოში".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ.