გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? თუ დაელოდებიან დრონს? - გერაშენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო კრემლზე სავარაუდო თავდასხმის კადრებს აქვეყნებს და წერს:

გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი კრემლზე რუსმა პარტიზანებმა მოსკოვის რეგიონიდან გაუშვეს.
კითხვები:
1. როგორ შეძლო უპილოტო თვითმფრინავმა მოსკოვში განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გასვლა?
და რას გრძნობენ დღეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის უფროსი შოიგუ და გერასიმოვი?

2. გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? თუ აღლუმის დროს დაელოდებიან დრონს?" წერს გერაშენკო ტვიტერზე. 

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ კრემლზე 2 მაისის ღამეს, დრონებით იერიში მიიტანა. აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. კრემლზე თავდასხმის ვერსიის გავრცელების შემდეგ, მოსკოვის მერმა დრონები აკრძალა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინა არ მონაწილეობდა კრემლზე უპილოტო თვითმფრინავის სავარაუდო თავდასხმაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი