კრიტიკული მედია ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად | პრესის თავისუფლების დღე საქართველოში და მიმართვა პრეზიდენტს

გამოქვეყნდა:

კრიტიკული მედია თავისუფლებისთვის იბრძვის. პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ჟურნალისტები საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანს - გამოხატვის თავისუფლების დაცვას და შესაბამისად პოლიტპატიმრად ქცეული ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვდნენ. თბილისსა და ქუთისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - დღეს ყველგან ქართული მედიის შესახებ საუბრობდნენ, თუმცა სხვადასხვა აქცენტით.

დამოუკიდებელი ჟურნალისტები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას სთხოვდნენ სალომე ზურაბიშვილს მოწოდებით - პრეზიდენტო, შენ ეს შეგიძლია. უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსები ქართულ მედიას დახმარებას და მხარდაჭერას პირდებოდნენ. პრემიერმინისტრი კი, რომელმაც ორი წლის წინ ქუჩაში ჟურნალისტების ცემის ნებართვა გასცა, დღევანდელ დღეს მხოლოდ მისთვის მისაღებ და სასურველ მედიას ულოცავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი