პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 3 მაისს აღინიშნებოდა, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე წერს მაკკეინის ინსტიტუტიც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოს მოუწოდებს დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ, რომლებიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან.
"თითქმის ერთი წელია, რაც პოლიტიკური კრიტიკოსი და ჟურნალისტი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია საქართველოში პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული რიგი ქმედებების შემდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის და ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფალი, დემოკრატიული მომავლისთვის", - წერია განცხადებაში.
ინსტიტუტი აზიარებს ნოემბერში ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალას: