
უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის აზრით, დონალდ ტრამპი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილიყო, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვკის დროს, მას დაბრუნება სთხოვა:
"პრეზიდენტი ტრამპი რომ იყოს პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ იქნებოდა, არც ევროპაში, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო ტრამპ, დაბრუნდით, მოგვიტანეთ კვლავ მშვიდობა“, – განაცხადა ორბანმა.