ნიკა გვარამიას მხარდაჭერის მასშტაბები იზრდება. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თავისუფლებას გავლენიანი პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ექსპერტები და მწერლები მოითხოვენ. ბუნდესტაგის დელეგაცია თბილისში, საერთაშორისო ორგანიზაციების წერილი პრეზიდენტს, პოლონელი და რუსი მწერლების ღია წერილები და ამერიკელი სენატორების და ექსპერტების გზავნილები - მხოლოდ ერთ დღეში დასავლური სამყაროს ყველა ცენტრში "მთავარი არხის" დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორზე საუბრობდნენ.
პოზიცია საერთოა - გამოხატვის თავისუფლებისთვის დასჯილი ნიკა გვარამია სინდისის პატიმარია და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს დასავლური მომავლის უზრუნველსაყოფად ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.