პუტინის დასასრულის დასაწყისი რუსეთში

გამოქვეყნდა:

სრულიად ოლიგარქიული რეჟიმების, ოკუპაციისა და კორუფციის მფარველი ანგელოზი შავ დღეშია. არის შანსი, ეს პუტინის გამოსამშვიდობებელი სამხედრო ზალპი იყოს.

"ეს ჩვენი მხარეა, ეს ჩვენი არჩევანია", - ამ და სხვა შეძახილებითა და ტრანსფარანტებით მიმდინარეობს უპრეცედენტო მასშტაბის ანტიპუტინისტური დემონსტრაცია აღმოსავლეთ რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში, რომელიც მოსკოვიდან 6000 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. 

ყველაფერი ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავებით დაიწყო. მას პუტინის ხელისუფლება 2004-2005 წლებში ორი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებას სდებს ბრალად. აქციის მონაწილეები კი ფიქრობენ, რომ პუტინი ლიბერალ-დემოკრატ სერგეი ფურგალს ვერ პატიობს, რომ მან 2018 წლის არჩევნებში მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი უშანსოდ დაამარცხა. ასე, სრულიად მოულოდნელად, პუტინის სტერილურ სისტემაში უცხო სხეული აღმოჩნდა, თან როგორც თავად მოქალაქეები ამბობენ, არაკორუმპირებული და ამასთან, პოპულარულიც. ერთი სიტყვით, ფურგალი არ იყო ის კაცი, პუტინის რუსეთში თავისუფლად, რომ უნდა ევლო. ჰოდა, დაიჭირეს. საზოგადოებაში კი გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა: თუ დამნაშავე იყო, რატომ გამოვლინდა ეს საქმე მაინც და მაინც ახლა, 15 წლის შემდეგ?

ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ათი-ათასობით ადამიანის დაშლაზე ადგილობრივი პოლიცია უარს აცხადებს, აქციის მონაწილეთა რიცხვი კი უფრო და უფრო მატულობს. მატულობს ბრაზი და უკმაყოფილებაც. თუ მათი პირვანდელი მოთხოვნა უბრალოდ, ფურგალის ციხიდან გათავისუფლება იყო, ახლა აქციის მონაწილეები ხაბაროვსკის მხარის დროშით ხელში პუტინის დიქტატორული რეჟიმის დამხობას ითხოვენ.  

მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ხაბაროვსკელების მხარდასაჭერ დემონსტრაციებზე მოქალაქეებს აკავებენ.  ხაბაროვსკში კი დემონსტრანტთა რაოდენობა უკვე 80 000-ს სცდება. ეს რუსეთისთვის ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე მასშტაბური საპროტესტო ტალღაა, რომელიც არის შანსი, ცუნამად იქცეს და მთელი ქვეყანა მოიცვას.

ახალდ დანიშნული გუბერნატორი დექტრივორი კი აცხადებს, რომ დემონსტრაციები უცხოელების და მათ შორის - ქართველების ორგანიზებულია. 

დემონსტრანტები გუბერნატორის დაკავებასთან ერთად, პუტინისა და მისი მმართველობის დროს გაოლიგარქებული კაგებეს მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფო დოვლათის მიტაცებასაც აპროტესტებენ. ცენტრს - პრივილეგია, პერიფერიებს - შიმშილი. რუსი ხალხი მის მიერვე არჩეულ ბელადს გაუნაწყენდა და შეახსენა, რომ სახელმწიფო კონსტიტუციით, ძალაუფლება მათ ეკუთვნით. 

დემონსტრანტების სულისკვეთებამ იმატა, როცა მოსკოვიდან მათთან პოპულარული როკ-ჯგუფი „ლენინგრადის“ სოლისტი, სერგეი შნუროვი ჩავიდა. 

როგორც პუტინი ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ხალხის აზრი. 

ავტორი: ბექა ყორშია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი