რუსული მედია: "საქართველომ რუსეთთან ფრენები განაახლა"

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ცნობით, "საქართველომ რუსეთთან ფრენები განაახლა". მედია წერს, რომ  ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ერევანში ტრანსფერით მოსკოვის მიმართულებით ფრენების ბილეთების გაყიდვა დაიწყო. საქმე იმაშია, რომ კომპანიის პარტნიორია გადამზიდავი Air Dilijans, რომელსაც ადრე Armenia Airlines ერქვა.

"არმენიის ავიახაზების" სახელის გადარქმევისთანავე დავიწყეთ ამ რეისის ბილეთების გაყიდვა" - ციტირებს გამოცემა "იზვესტია" Georgian Airways-ის წარმომადგენლის სიტყვებს.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, სომხეთის დედაქალაქში ტრანსფერის დრო მხოლოდ ნახევარი საათია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები რუსული მხარის ინიციატივით 2019 წელს შეწყდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი