მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ბევრი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი - დაჭრილ გიჩო მარგველაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა

გამოქვეყნდა:

 თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილ გიჩო მარგველაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა, მას დაზიანებები ორივე ფეხში აქვს მიყენებული. მარგველაშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დამაკმაყოფილებელია მეორე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც

"პაციენტი 37 წლის, შემოყვანილ იქნა გადაუდებელ მიმღებ განყოფილებაში ცეცხლნასროლი ჭრილობებით ბარძაყის არეში, მუხლის არეში, წვივის არეში. […] პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახლოდან იყო ნასროლი და ბევრი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი", - ამბობს ექიმი.

ცნობისთვის, გუშინ, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლისას 2 პირი დაიჭრა - ერთი თავად გიჩო მარგველაშვილი და მეორე - მაღაზიაში მყოფი რიგითი მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი