EU-ში ინტეგრაცია, პოლიტიკური პატიმრები - ენმ EPP-ის ყოველწლიური ასამბლეაში მონაწილეობს

გამოქვეყნდა:

მიუნხენში, ევროპის სახალხო პარტიის ყოველწლიური ასამბლეა მიდინარეობს, რომელშიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", გაერთიანების წევრი პარტიის სტატუსით მონაწილეობს. დღეს ასამბლეაზე სიტყვით გამოვა პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი.

მთავარი სასაუბრო თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ეკონომიკური გამოწვევები და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ასევე, პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება.

"მაშინ, როდესაც ევროპელი სოციალისტები რუსული ოცნების და ღარიბაშვილის თავისი რიგებიდან გარიცხვაზე მსჯელობენ, ჩვენ აქ ნაციონალური მოძრაობა EPP-ში, ევროპის უმაღლეს პოლიტიკურ ლიგაში გვაქვს დისკუსიები ევროპის მომავალზე, საქართველოს ინტეგრაციაზე ევროკავშირში, სამწუხარო მოცემულობაზე, რაც საქართველოში არის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობაზე, მთლიანობაში, იმ რეფორმებზე, რაც აუცილებელია საქართველოში გატარდეს, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი", - თქვა ცისკარიშვილმა.

ასამბლეა EPP-ის პრეზიდენტმა, ბავარიის კანცლერმა და გერმანიის ოპოზიციის ლიდერმა გახსნეს. პირველი დისკუსია რეგიონული უსაფრთხოებისა და პუტინის რეჟიმის დამარცხების აუცილებლობას შეეხებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი