ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ?! - გომელაური "ქოლ-ცენტრებზე"

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ტყუილია, თითქოს ქვეყანაში "ქოლ-ცენტრებს" ხელისუფლება მფარველობს. მისივე თქმით, "ქოლ-ცენტრების" მუშაობას თვითონ ააშკარავებენ, რის მაგალითადაც გუშინ აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია მოიყვანა.

"ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ თუ?! ჩვენ ვააშკარავებთ ნამდვილად, გუშინ ვინ გამოააშკარავა, ფინანსურმა პოლიციამ და ჩვენ, ასე რომ, ეს რა თქმა უნდა, ტყუილია", - თქვა გომელაურმა.

გომელაურის თქმით, აქტიურად მუშაობენ, რომ "ქოლ-ცენტრები" მაქსიმალურად დაიხუროს და საქართველოში მათი ფუნქციონირება დასრულდეს. სამართალდამცველებმა აღმაშენებლის გამზირზე სავარაუდოდ ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიციამ სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე ერთი ოფისი და მესამე სართული მთლიანად დალუქა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი