
სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა და დიდუბე - ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ დღეს, 1 აგვისტოს, მხარდამჭერებთან ერთად, დიდუბეში ორი საათის განმავლობაში ისეირნა.
შესაბამის ინფორმაციას ანა დოლიძე Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს. ვიდეოში, რომელიც სეირნობის დასასრულს, დიღომში, მაიაკოვსკის ძეგლთან, დაახლოებით 4,5 კმ-ის გავლის შემდეგ გადაიღო, ყვება, რომ სეირნობისას შეხვდა და გაესაუბრა ბევრ ადამიანს.
ამბობს, რომ მოსახლეობამ მას და მის გუნდს, არსებული პრობლემები გაანდეს - გზების მდგომარეობა და წაშლილი ნიშნულები, ძველ კორპუსებში ლიფტების პრობლემა, ეკოლოგიური პრობლემები - დაბინძურებული ჰაერი და სხვა.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობა 30 ივლისს გადაწყვიტა. "ქართული ოცნებიდან" ამ ოლქში გია ვოლსკი იყრის კენჭს. მანამდე, ანა დოლიძემ 21 მაისს სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დააფუძნა და 22 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა.