
შეერთებული შტატები აშკარად ცდილობს უნგრეთი გადაიყვანოს ომის ბანაკში, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის გლობალურ მშვიდობის მომხრე უმრავლესობას - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ეს განცხადება სიიარტომ აშშ-ის ელჩის, დევიდ ფრესმენის კრიტიკის პასუხად გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხუთჯერ ჩავიდა რუსეთში, მაშინ როცა ის ერთხელაც არ დამჯდარა სასაუბროდ თავის უკრაინელ კოლეგასთან.
"ეს არის ომის პროპაგანდა. ამას ნუ ითხოვთ, რადგან ჩვენ არ გვინდა ომთან შეხება, ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვესმის, რომ ამერიკელებს ომის ბანაკში შეყვანა უნდათ, მაგრამ ჩვენ სამშვიდობო ბანაკს ვეკუთვნით“, - თქვა უნგრელმა მინისტრმა ელჩის პასუხად.