
შსს-ს მოქმედი თანამშრომელი ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. გოგებაშვილზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კახაბერ კამლაძეს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვას ედავება.
დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, რომლის დარღვევასაც მისი ადვოკატის ცნობით, სასამართლო პროცესზე აპირებს.
უფლებადამცველის ცნობით, კამლაძეს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წარუდგენენ:
"სასამართლოში აუცილებლად დაარღვევს დუმილის უფლებას. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, სხვა გზა იმ ეტაპზე არ ჰქონდა. რომ არ განეხორციელებინა ის გასროლა რაც მან განახორციელა, სხვა შემთხვევაში უფრო ცუდი შედეგი იქნებოდა დღეს" ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება დაჭრილს, გიჩო მარველაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მედიკოსების ცნობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა.
შეგახსენებთ, მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე 4 მაისს მოხდა. "მთავარმა არხმა" შემთხვევის ადგილის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ ესროლა თავდამსხმელმა საბა გახოკიამ ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს, რის შემდეგაც გარჩევაში ჩაერთო მარგველაშვილის დაცვა, კახაბერ კამლაძე, რომელმაც გახოკიას საპასუხოდ ესროლა. გახოკია ადგილზე დაიღუპა.