სისხლიანი გარჩევა ვერაზე | ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში ბრალდებულ კახაბერ კამლაძეს აღკვეთის ღონისძების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ კახაბერ კამლაძე უფლებამოვალეობის ფარგლებში მოქმედებდა. ბრალდების მხარე კი პირიქით, უფლებამოვალეობის გადამეტებაზე საუბრობს. პროკურატურა განმარტავს, რომ შეიარაღებული თავდმსხმელის ლიკვიდირების აუცილებლობა არ არსებობდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი