ისტორიის არასწორ მხარეს | ევროპარლამენტში "ოცნებას" პოლიტიკური პარტნიორები აღარ რჩება

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებას" მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უახლოესი კვირების განმავლობაში პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანონ. ივანიშვილის პარტიას ევროპელი სოციალისტების გაერთიანებიდან რიცხავენ, რის შედეგადაც "ოცნებას" ევროპარლამენტში პოლიტიკური პარტნიორები საერთოდ აღარ დარჩება.

მიზეზი კი ღარიბაშვილის ორბანის კონფერენციაზე ჩასვლაა. თავი რომ დავანებოთ ქრისტიანულ-კოსნერვატიული ღირებულებებით შეფუთულ პროვინციალურ შოვინიზმს, ორბანთან საქართველოს პრემიერის დამეგობრებას, სავარაუდოდ, ივანიშვილისთვის გაცილებით სერიოზული, სხვა მიზეზი აქვს.

გარდა იმისა, რომ ორბანი პუტინის ერთადერთი მოკავშირეა ევროპის კონტინენტზე, მისი ქვეყანა ევროკავშირის წევრიცაა, და ნომინალურად შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ქართველი ოლიგარქისთვის პირადი სანქციების დაწესებას. და რომლისაც ივანიშვილს ახლა განსაკუთრებით ეშინია.

კიდევ ერთი, რაც ბოლო დღეებმა ნათლად აჩენა - პოლიტპატიმრების თემა არის ის საკითხი, რომელის წაყრუებას დასავლეთი არ აპირებს და ესეც ყველა დონეზე აგრძნობინეს ოლიგარქის ხელის ბიჭუნებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი