
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება. ინფორმაციას სომხურ მედიას მთავრობის პრესსამსახურში უდასტურებენ.
ცნობილია, რომ ფაშინიანი 9 მაისს "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.