შსს-ში შეხვედრა დასრულდა - ბაჩალიაშვილის საქმეში აქამდე უცნობი კამერების ჩანაწერები ჩნდება

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების შეხვედრა შსს-ში გამომძიებლებთან, დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალიტებს უთხრა, გამოძიება კამერების ახალი ჩანაწერების ამოღებას გეგმავს, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო:

"დამატებითი კამერები აღმოჩნდა, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ ნახვას. თეთრიწყაროს რაიონში, საკალმახე ადმირალთან უნდა დათვალიერდეს" - ამბობს თეონა თამაზავილი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 23 წლის პროგრამისტმა მაღალჩინოსნების საიდუმლო ფაილები გახსნა, როგორც ირკვევა გამოძიება ამ ეტაპზე ამ ვერსიაზე არ მუშაობს და ძირითადად ბაჩალიაშვილის სამსახურის ნაწილზეა ორიენტირებული.

ბაჩალიაშვილებია ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ჯერ ისევ საქმის მასალებს ეცნობა, რომელიც მას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციისგან 30 ივლისს გადაეცა. რამიშვილის თქმით, გამომძიებლები საქმის მოცულობიდან გამომდინარე, კიდევ დამატებით დროს ითხოვენ.

"არ არის გამორიცხული მისი პროფესიიდან გამომდინარე ფაილებზე წვდომა ჰქონოდა... საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობა რომ დავაყენე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რადგან დღესაც ყუთში დევ​ს" - ამბობს მიხეილ რამიშვილი

მომდევნო შეხვედრა შსს-ში ოთხშაბათს შედგება, იქამდე კი გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული გოგონას დედა პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.  გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარებსმ რასაც ოჯახი კატეგორტიულად არ ეთანხმება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი