სამეგრელოში სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამა სამართალდამცავებმა დააკავეს. მას მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან. არსებული ინფომრაციით, დაკავებულია ოჯახის მეზობელიც, 25 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ძალადობის საქმეში ფიგურირებს.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მოზარდს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა. საქმეში ჩაერთო ბავშვთა ფსიქოლოგიც.
სამეგრელოში სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. 14 წლამდე გოგომ საგამოძიებო უწყებას ჩვენება დედის თანდასწრებით მისცა.