პუტინი ცდილობს 9 მაისის აღლუმი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ ცენტრალურ აზიაზე გავლენას ინარჩუნებს - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიური განახლების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს 9 მაისის, "დიდ სამამულო ომში" გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი ცენტრალურ აზიაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი 9 მაისის ღონისძიებას მოსკოვში დაესწრება, მათ შორის არიან: ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჯომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი და ტაჯიკეთის პრეზიდენტო ემომალი რაჰმონი. 

ISW წერს, რომ ჯაფაროვის ვიზიტის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 23 აპრილს გახდა, როდესაც თოყაევის, მირზიოევისა და რაჰმონის ვიზიტის შესახებ მედიაში ცნობები მხოლოდ 8 მაისს გაჩნდა. 

რუსული სამთავრობო მედიის თანახმად, პუტინმა ღონისძიებაზე თურქმენეთის პრეზიდენტი, სედარ ბერდიმუჰამედოვიც მიიწვია, თუმცა მისი მონაწილეობა ჯერ არაა დადასტურებული. 

ISW იხსენებს, რომ არცერთი უცხოელი ლიდერი არ დასწრებია მოსკოვში გამართულ 9 მაისის აღლუმს 2022 წელს, ხოლო ყაზახეთში, ყირგიზეთში და უზბეკეთში იგი საერთოდ არ ჩატარებულა კორონავირუსის პანდემიის შეზღუდვების გამო.

მათივე შეფასებით, ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გვიან გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ სურთ რუსეთის ომს პირდაპირი და საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადონ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი