
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინა გახდა რეჟიმის "მძევალი", რომელსაც "დასავლელი მეთაურები" ხელმძღვანელობენ. ეს სიტყვები მან წითელ მოედანზე "გამარჯვების დღისადმი" მიძღვნილ აღლუმზე გამოსვლის დროს თქვა.
"გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და ნებაყოფლობითობა აუცილებლად გადაიქცევა ტრაგედიად. სწორედ ეს არის იმ კატასტროფის მიზეზი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის. ის გახდა სახელმწიფო გადატრიალების და მის საფუძველზე ჩამოყალიბებული დასავლელი ბატონების კრიმინალური რეჟიმის მძევალი და ვაჭრობის საშუალება მათი სასტიკი ეგოისტური გეგმების განხორციელებაში", - თქვა პუტინმა.
ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა, წარსულში მსგავსი რიტორიკა გამოიყენა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.