
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ გაასაჩივრებს მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს მწერალ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმეზე. მისივე თქმით, "აბსოლუტურად წარმოდგენა არ აქვს" ვინ არის ის.
ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილებას "სამარცხვინოს" უწოდა.
"ეს განაჩენი არის სამარცხვინო. ეს არის კუდიანებზე ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური ნადირობის გაგრძელება", - უთხრა ტრამპმა Fox News Digital-ს
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი მანჰეტენის სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, ხოლო გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა.