"ცუდს ვერაფერს ვხედავ" - მაჭარაშვილი რუსეთიდან ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გამოყოფილი "ხალხის ძალი" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ცალმხრივია და ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

ჟურნალისტებმა მაჭარაშვილს სთხოვეს შეეფასებინა, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა მაჭარაშვილმა კითხვას არ უპასუხა.

"ზოგადად, თქვენ უფრო კარგად იცით, რუსეთში რა ხდება., ფე ეს ბეში რა ხდება, ფე ეს ბეს ნიშანი როგორია, ვინ სად გადაადგილდება, თქვენიდან ვიგებ ხოლმე და თქვენ უკეთ გეცოდინებათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი. მთავარი არის ის, რომ მე გითხარით, რომ სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები იქიდან აქ გადმოვლენ და არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის დროს იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და თუ ამას ახლა მიიღებს რუსეთი, ესეც არის ცალმხრივი გადაწყვეტილება", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის გადაწყვეტილებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა. 

ამასთან, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსებს, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან.

რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები 2019 წელს, ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ აეკრძალათ. შესაბამისი დოკუმენტი სახელწოდებით "რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" ამავე წლის 8 ივლისს გამოიცა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვის მიზანი იყო "ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი